leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო ბურჯანაძე: დამირეკა, – ბუში ომს უცხადებს რუსეთს საქართველოს დასაცავადო

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ერთ-ერთ თოქშოუში საუბრობდა აგვისტოს ომის მიმართ სააკაშვილის მოლოდინებზე.

“სააკაშვილს, რა თქმა უნდა, არ უნდოდა ამ ომის წაგება. სააკაშვილს, რა თქმა უნდა, სჯეროდა, რომ ის ამ ომს მოიგებდა, იმიტომ, რომ ის იყო დარწმუნებული იმაში (მეორე მხარეა, რომ სიბრიყვე იყო ამაში დარწმუნება), რომ აშშ მას აუცილებლად დაეხმარებოდა და უფრო მეტიც, ჩემსა და მას შორის 7-ში თუ 8 აგვისტოს, შედგა სატელეფონო საუბარი მისი ინიციატივით. მან დამირეკა და მითხრა, – ჩართე ტელევიზორი, გამოვა აშშ-ს პრეზიდენტი ბუში, რომელიც აცხადებს, რომ ის ომს უცხადებს რუსეთს და ამერიკული ავია ბომბდამშენები უკვე აფრინდნენ საქართველოს დასაცავად და რუსების დასაბომბადო. პირდაპირ გეტყვით, მე ამაზე კატასტროფული რეაქცია მქონდა, მაგრამ სააკაშვილს ამის სჯეროდა. სააკაშვილი, ხშირად, არაადეკვატური და ემოციური იყო, მაგრამ გიჟი ნამდვილად არ ყოფილა.

დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, აუცილებლად, ხელახლა გამოჩნდება ის გამოსვლა, რომელიც ჰქონდა ჰილარი კლინტონს ჩიკაგოში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სადაც მან პირდაპირ მიმართა მაკეინს, რომ ყველამ ვიცით, სააკაშვილს ომი შენ დააწყებინეო. უბრალოდ, ძალიან მალე, აშშ-ს საერთო პოლიტიკიდან გამომდინარე ეს ვიდეო ინტერნეტსივრცეში რთულად საპოვნელი გახდა”, – აცხადებდა ნინო ბურჯანაძე.

არქივი

ასევე იხილეთ