სალომე ზურაბიშვილის მიერ მორიგი საპროტესტო აქციის 31მარტისთვის დაანონსებას პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ნაპრეზიდენტალის მორიგი მკრეხელობა:
აქცია 31 მარტისთვის დააანონსა(?!).
ესეც იკადრა.
ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აარჩია.
ზვიადის მოძულემ.
რაკი ვაპატიეთ და მაინც ავირჩიეთ(?!), ჰგონია, ეს მკრეხელობაც შერჩება.
***
ისეა გაბოროტებულ-გაავებული, რომ შეეძლოს, მამას იოანე ნათლისმცემლის თავსაც მოსთხოვდა.
თურმე, როგორ უნდოდა და ესიზმრებოდა პრეზიდენტობა?!
ისე უნდოდა, რომ ექვსი წლის შემდეგაც ვეღარ ელევა.
არადა, როგორც პრეზიდენტს, სამშობლოსათვის (ჩვენს სამშობლოს ვგულისხმობ) ექვსი ჩხირიც არ გადაუბრუნებია.
***
„უსამშობლოოდ, დე, ეს ღვინო გადმექცეს შხამად” – გალაკტიონის წყევლა, ეტყობა, ამას აუხდა.
ოღონდ, შხამად კონიაკი გადაექცა.
***
31 მარტი კიდევ ორი რამით არის მნიშვნელოვანი:
ისტორიული რეფერენდუმითა და ტრაგიკული ამბით – ანზორ ერქომაიშვილის მიწიერი სიცოცხლის დასასრულით.
ღმერთი სამობითაა.
მეოთხეს ვერ მიიღებს.
***
იცის კი, რას ნიშნავს საქართველოსთვის 31 მარტი?!
საერთოდ, რამე იცის?!“ – წერს იოსებ ჭუმბურიძე.