leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოსო ჭუმბურიძე: ერთი – გაქცეული მენშევიკის შთამომავალი, მეორე – ბოლშევიკის ასული

ჟურნალისტი სოსო ჭუმბურიძე: ლანა და სალომე. სალომე და ლანა. ერთი – გაქცეული მენშევიკის შთამომავალი; მეორე – აქ დარჩენილი ბოლშევიკის ასული.

გაქცეულს თავი დავანებოთ, ისიც ეყოფა, რომ გაქცეულია.
აქ დარჩენილის „საქმენი“ მოვიკითხოთ.
ყველაზე მთავარი:
ქართული არისტოკრატიის განადგურებაში შეტანილი უდიდესი წვლილი.
1924-ში შორაპანთან გაჩერებული მატარებლის ვაგონებიდან სისხლის მდინარეები რომ დიოდა, იმ ტრაგედიის ერთ-ერთი დამყენებელი.

იმ სისხლის სუნი, თურმე დიდხანს აბღავლებდა იქაური მოსახლეობის პირუტყვს.
პირუტყვნი როგორღა ყოფილან?!

პირუტყვნი ამ წარმოუდგენელი ტრაგედიის მომწყობნი იყვნენ.

იმ მატარებელში, არსებითად, მთელი ქართული არისტოკრატია ამოხოცეს.
და ახლა მისი ასული არისტოკრატობს.
ახლა კი არა, თითქმის მთელი საუკუნეა.
და იმდენს ბედავს, რომ ჯალათების თავკაც მამას რეპრესირებულად აცნობს.
სასკოლო სახელმძღვანელოშიც კი ასეთად მოუხსენებიათ.
არა ისტორიის, არამედ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში.
სოციალურ ქსელში გაიოცეს, – ამ საკითხს, საერთოდ, იქ რა უნდაო?!

კითხვა, რა თქმა უნდა, ლოგიკურია. რეპრესირებულიო, ჯალათზე წერენ?! არადა, დახვრეტის ლევან ღოღობერიძისეული მეთოდიც კი არსებობდა: სროლა უკანალში.

იმ ტრაგედიას გალაკტიონმა პოემა მიუძღვნა: „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“

„რბის ორი ძაღლი:
მათ ისტორია
ვერ დააფეთებს,
პირიდან გლეჯენ
ერთიმეორეს
ხორცის ნაგლეჯებს.
და მთელი კვირა
სადგურს იქით
მატარებელი
იდგა, შიგ მკვდრები
ეყარა რიგით
უფარებელი“
1921-1924 წწ.  

პოემა „მნათობის“ 1924 წლის მე-5 (სექტემბრის) ნომერში დაიბეჭდა.

ჟურნალის ის ნომერი გაანადგურეს, გალაკტიონი კი დააპატიმრეს.
პოემაში გალაკტიონი ასეთ მეტაფორას იყენებს: „რბის ორი ძაღლი“.
ერთი მენშევიკია, მეორე – ბოლშევიკი.

***

ახლა გაქცეულის შთამომავალსაც მივხედოთ, საჭირო და ხელსაყრელ დროს, სამშობლოსკენ გამოქცეულს.
სამშობლოსკენ?!
იცის კი, რა არის სამშობლო?!
სამაგიეროდ, ჩვენ დავხუჭეთ თვალი მის წარსულზე და სამშობლოს პრეზიდენტად ავირჩიეთ.
და როგორ დაგვიფასა?!
როცა მისი უმსგავსო ქმედებანი არ მოგვეწონა და ამის სათქმელად ორბელიანთა სასახლეს მივაშურეთ, ბოლშევიკიც, უკაცრავად, მენშევიკის ასულივით გამოგვიხტა და დაგვიცაცხანა.
„რას მომივარდით აქა?!“
და, ალბათ, ეს იყო მისგან ყველაზე გამართული ქართულით წარმოთქმული ფრაზა.
ხომ არაფერი გაუთბია 6 წლის განმავლობაში- არც მიუსაფარი მოხუცები მოუკითხავს, არც მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, არც საახალწლო ნაძვის ხესთან მოუწვევია ვინმე, არც, არც, არც…
თავი იმისთვისაც არ შეიწუხა, მასწავლებელი დაექირავებინა და მშობლიური ქართული ენა ესწავლა.

წყარო: გაზეთი “ასავალ-დასავალი”

ასევე იხილეთ