leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი: მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ არაერთ უკანონო ქმედებას კანონი პასუხობს სამართლიანად, 9 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობებში, მას რჩება დრო, გაანალიზოს მის მიერ ჩადენილი უკანონობანი და ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს

“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ელიტური კორუფციის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

როგორც მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სააკაშვილის მიერ ჩადენილ არაერთ უკანონო ქმედებას კანონი პასუხობს სამართლიანად, 9 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობებში კი, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს რჩება დრო, გაანალიზოს მის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები და ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს.

“საქმეზე რომელშიც პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოცხადდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთმევა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელი შთანთქავს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელს და საბოლოოდ მოსახდელად მას განესაზღვრა 9 წლის თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა იწყება ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, ანუ 2025 წლის 12 მარტიდან, მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლება 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ არაერთ უკანონო ქმედებას კანონი პასუხობს სამართლიანად. მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობებში რჩება დრო გაანალიზოს მის მიერ ჩადენილი უკანონობანი და ინებოს კეთილი და ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ