leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქალაქ კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსების კვარტალური ეზოების კეთილმოწყობის სამუშაო გრძელდება

ქალაქ კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე #1 და #2 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კვარტალური ეზოების კეთილმოწყობის სამუშაო გრძელდება.

მშენებელი კომპანია ასფალტ/ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოს აწარმოებს, რომლის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  გაეცნო.

საგზაო ინფრასტრუქტურა 1 331 გრძივ მეტრზე ეწყობა, რომელიც 16 კორპუსის ეზოს მოიცავს.

პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს როგორც ქვეითად მოსიარულეთა, ასევე ტრანსპორტის კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით გადაადგილებას.

ასევე იხილეთ