“აგენტს რასაც უკარნახებენ თავიანთი პატრონები, ისე მოიქცევა. დღეს, ალბათ, წამოსულია „მესიჯი“, რომ უნდა იყოს ეს რიტორიკა რომ არ მიიღონ მონაწილეობა, ხვალ შეიძლება, წამოვიდეს, რომ მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას.
“შეუძლიათ ერთ დღეს ერთი განცხადება გააკეთონ, მეორე დღეს რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთონ. მოახლოვდება ოქტომბერი და ასე მგონია, დამწკრივდებიან, ყველა ერთად მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ, რომ მოვა ასეთი დირექტივა”, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
თვითმმართველობის არჩევნებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს, ირწმუნებიან, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მმართველი გუნდის განცხადებით, აგენტურა დავალების შესაბამისად მოქმედებს და ისინი მაინც ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში.