დიმიტრი პესკოვი: რუსეთს არ სურს, წინ გაუსწროს მოვლენებს ჯიდაში გაჟღერებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით

“რუსეთს არ სურს, წინ გაუსწროს მოვლენებს ჯიდაში გაჟღერებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვი დაელოდება ამერიკული მხარისგან შეხვედრის დეტალებზე ოფიციალურად ინფორმირებას, რომელიც უახლოეს პერიოდში სხვადასხვა დიპლომატიური არხის საშუალებით მოხდება, რის შემდეგაც კრემლში შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„თქვენ ცოტა წინ უსწრებთ, ჩვენ კი ეს არ გვსურს. გუშინ პრესასთან საუბრისას რუბიომაც და უოლცმაც განაცხადეს, რომ სხვადასხვა დიპლომატიური არხის საშუალებით გადმოგვცემენ დეტალურ ინფორმაციას ჯიდაში შემდგარი საუბრის არსის შესახებ. ჯერ უნდა მივიღოთ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა პესკოვმა.
რაც შეეხება ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გამართვას, პესკოვის თქმით, ამერიკელებთან კონტაქტის დროს გამორიცხული არ არის, რომ უმაღლეს დონეზე სატელეფონო საუბრის გამართვის საჭიროება წარმოიშვას.