leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის წარმომადგენლები თუ პოლიტიკურ ველზე არ გამოვლენ, მით უმეტეს თვითმმართველობის არჩევნებზე, ოფსაიდში დარჩებიან

“პოლიტიკური დიაგნოზი დასმულია, ოპოზიციის წარმომადგენლები თუ პოლიტიკურ ველზე არ გამოვლენ, მით უმეტეს თვითმმართველობის არჩევნებზე, ოფსაიდში დარჩებიან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის გადაწყვეტილება არ არის, თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს არის ინსტრუქცია.

“ოპოზიციის გადაწყვეტილება არ არის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს არის ინსტრუქცია. მსოფლიო მასშტაბით დაპირისპირება გრძელდება, რასაც შეიძლება, ცუდი შედეგები მოჰყვეს, რადგან მშვიდობის დღის წესრიგი ჯერ ისე არ არის გამყარებული. ეს თემა მხოლოდ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საზრუნავი არ უნდა იყოს, ამაზე ევროპელი ლიდერების პოზიციაც უნდა იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, „დიფ სთეითმა“ კვლავ ძალები და გარკვეული ფინანსური რესურსიც მოიკრიბა და საქართველო ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მცირე სეგმენტია. ამ სეგმენტზე ის მარიონეტები ტრიალებენ, რომლებიც გლობალური ომის პარტიის დავალებებს ასრულებენ, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს.

ქვეყანას ეკონომიკური ნგრევა გამოუწერეს, როგორც ბერკეტი, რაც მათ ქვეყნის სათავეში მოიყვანს. პოლიტიკური დიაგნოზი დასმულია, ეს ადამიანები თუ პოლიტიკურ ველზე არ გამოვლენ მით უმეტეს თვითმმართველობის არჩევნებზე, ოფსაიდში დარჩებიან. ვიღაცებს ამ ინსტრუქციაზე პრეტენზია გაუჩნდათ, თუმცა როგორც ჩანს, მათი საბოლოო პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს, მაგრამ საფრთხეები საკმაოდ დიდია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ