leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში, დაბის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში, დაბის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

მიმდინარე პროცესს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესა და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

„ვაკეთებთ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და განახლებას ოზურგეთში. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მალე თოვლის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენასაც დავიწყებთ. ამჯერად, დაბა ნარუჯაში, მე-3 რაიონში დაბის ცენტრთან დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს ვაკეთებთ“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში ხორციელდება.

ასევე იხილეთ