leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: ტრამპი სთავაზობს ევროკავშირს, რუსეთს, უკრაინას, მთელ მსოფლიოს, რომ თუ დაუჯერებენ, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ არავინ უჯერებს, იმიტომ, რომ ყველას ამ ომში აქვს განსხვავებული მიზანი

„შედის თუ არა ევროკავშირის დასუსტება ტრამპის გრძელვადიან პერსპექტივაში? რა თქმა უნდა დევს ეს მის ამოცანებში, თუნდაც პირდაპირი შეტაკება ევროკავშირის რუსეთთან.  მას უნდა აწყობდეს ეს იმიტომ, რომ თუნდაც ამ შეტაკებაში ორივე მხარე მაქსიმალურად დასუსტდება“, –  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა უკრაინაში ტრამპის  სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტურობაზე კომენტირებისას.

როგორც დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, ყველას ამ ომში აქვს განსხვავებული მიზანი, რომელთა თანხვედრა წარმოუდგენელია.

„ტრამპის მოქმედებაში, უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ნათლად ვხედავ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ დაღლილობას. მას, სადღაც გულის სიღრმეში, მართლაც სურს, რომ ეს პასუხისმგებლობა მთლიანად იტვირთოს ევროკავშირმა. მას, თუნდაც პრაგმატული მიზეზით, უნდა აწყობდეს ეს ყველაფერი. შედის თუ არა ევროკავშირის დასუსტება ტრამპის გრძელვადიან პერსპექტივაში? რა თქმა უნდა დევს ეს მის ამოცანებში, თუნდაც პირდაპირი შეტაკება ევროკავშირის რუსეთთან.  მას უნდა აწყობდეს ეს იმიტომ, რომ თუნდაც ამ შეტაკებაში ორივე მხარე მაქსიმალურად დასუსტდება.

ტრამპს რომ დასჭირდეს, ჩემი აზრით, ნატო-დანაც გამოვა, რათა არ მიიღოს მონაწილეობა იმაში, რაც მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ტრამპი სთავაზობს ევროკავშირს, რუსეთს, უკრაინას, მთელ მსოფლიოს, რომ თუ დაუჯერებენ, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. მაგრამ არავინ უჯერებს, იმიტომ, რომ ყველას ამ ომში აქვს განსხვავებული მიზანი. თანხვედრა ამ მიზნების ვერანაირად მოხდება. Deep State-ს დღევანდელი ბრიუსელის სახით სჭირდება რუსეთის დამარცხება. რუსეთს კი, როგორც მინიმუმ, სჭირდება კონტროლის დაკანონება და ლეგიტიმაცია იმ 4 ახალი ოლქის, რაც თავის კონსტიტუციაში  შეიყვანა და პუტინი ის ადამიანი არ არის, რომელიც ამაზე უარს იტყვის. მითუმეტეს 2025 წელს, როცა 9 მაისის პომპეზური აღლუმისთვის ემზადება“, –  განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

ასევე იხილეთ