leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფრანგული გამოცემა: ორთაბრძოლებს არ უშინდებოდა, ერთ ეპიზოდში საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლივერპული“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მინდორი 101-ე წუთზე დატოვა. ქართველმა ფეხბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა და პირველ ნახევარში ორი საგოლე მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს, მეორე ტაიმში კი, სალაჰის დარტყმის შემდეგ საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

ხვიჩას გუშინდელ მატჩს ეხმაურებიან ფრანგული ავტორიტეტული გამოცემები L’Equipe და Le Parisien.

Le Parisien – „ხვიჩა კვარაცხელიამ შეტევის მარცხენა ფლანგზე ნამდვილი ენერგიის აფეთქება გვანახა, ის პირველ ტაიმში გაცილებით კარგად გამოიყურებოდა და არაერთი კარგი მომენტითაც დაგვამახსოვრა თავი, ის ბარკოლას ხშირად ეხმარებოდა და დაცვით საქმიანობასაც არ თაკილობდა. მეორე ტაიმში ცოტათი დაიკარგა, ისევე როგორც მისი სხვა თანაგუნდელები“.

L’Equipe – „ქართველი ფეხბურთელისგან ვიგრძენით, რომ ფორმაში შევიდა, მან კარგი საგოლე მომენტები შეუქმნა დემბელეს და ბარკოლას, რომლებსაც გოლის გატანა მართებდათ. სათქმელია, რომ კვარაცხელიას ხშირად უჭირდა სწორი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა აღსანიშნავია მისი დაცვაში თამაში, ის ორთაბრძოლებსაც არ უშინდებოდა და ერთ ეპიზოდში საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა“.

ცნობისთვის, ავტორიტეტულმა სტატისტიკის საიტებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჯანლუიჯი დონარუმა დაასახელეს, რომელმაც, თავისი გუნდი არაერთხელ იხსნა გაშვებული გოლისგან და თერთმეტმეტრიანების სერიაში ორჯერ მოახერხა პენალტის აღება.

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბრიუგესა“ და „ასტონ ვილას“წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ