leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე დააპატიმრეს, კომპანია „ელთ ბილდინგი“ კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმის“ დირექტორებს 416 000 ევროს ედავება

სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, გიორგი ჩიკვაიძის მიერ ბოლო პერიოდში წარმოებული პოლიტიკური და სამართლებრივი მანიპულაციები კრახით დასრულდა.

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე 2025 წლის 11 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო შეუცვალეს პატიმრობით. დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი” საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სამშენებლო კომპანია „ელთ ბილდინგი” კომპანია ,,რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებს 416 000 ევროს ედავება. საქმე ეხება გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიერ წინასაწარ მომზადებულ დანაშაულებრივ სქემებს,

გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება.

დავის დაწყებიდან დღევანდელ დღემდე, სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა სხვადასხვა გზებით სამართლებრივ ველში საკუთარი პოზიციების გამყარება სცადა, თუმცა მათი ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში ბრალდებულებმა გაიაზრეს, რომ სამართლის აღსრულება გარდაუვალი იყო, პოლიტიკური მანტია მოისხეს და ოპოზიციური მედია საშუალებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადეს, აკეთებდნენ ყალბ განცხადებებს საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობითაც, თითქოს მათ როგორც ბიზნეს სუბიექტებს ხელისუფლება დევნიდა და ავიწროებდა. პოლიტიკური აქტივობის მიზანი კი დეპუტატის მანდატისა და შესაბამისად, ხელშეუხებლობის მოპოვება იყო. პოლიტიკური კარიერის შექმნის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ეცადა ტელევიზიებსა და ციფრულ მედიაში „დაზარალებულის“ იმიჯი შეექმნა. მათ თაღლითურად მითვისებული თანხით, ოპოზიციურ პარტიებთან დაახლოება სცადეს, თუმცა, „ელთ ბილდინგის“ იურისტებმა საქმის მასალები ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ფიგურას გაუგზავნა. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ კი ყველა პარტიამ მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, საელჩოებსაც კი მიმართეს. კომპანია „ელთ ბილდინგის“ იურისტებმა რეალური სურათი საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ მისიას გააცნეს. ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვა. მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამაც, რის შემდეგაც მათ ქვეყნიდან გაქცევა დაგეგმეს, რაც ასევე წარუმატებლად დასრულდა. ცნობისთვის, 2012 წელს გიორგი ჩიკვაიძის ძმაც საკუთარი სტუმარის დაჭრის გამო, სომხეთში მიმალვაში იმყოფებოდა.

კომპანია „ელთ ბილდინგი” საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგსა” და „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმას“ შორის 2022 წლის სექტემბერში გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმის“ მფლობელებმა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა კომპანია „ელთ ბილდინგის” მიმართ იახტის ჩამოყვანის ვალდებულება აიღეს, რისთვისაც კომპანია „ელთ ბილდინგმა „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლათფორმის“ ანგარიშზე 416 000 ევრო ჩარიცხა. ხელშეკრულების თანახმად, იახტის ჩამოყვანის ვადა 2023 წლის აგვისტოს თვე განისაზღვრა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეებს შორის ყოველდღიური კომუნიკაციიის დროს ,,რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელები გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი, კომპანია „ელთ ბილდინგის” მენეჯმენტს არწმუნებდნენ, რომ შეძენილი იახტა ტრანსპორტირების პროცესში იყო, თურქეთის წყლებში იმყოფებოდა და დამკვეთი კუთვნილ იახტას ოქტომბრის თვეში მიიღებდა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ იახტა, რომელშიც კომპანია „ელთ ბილდინგმა” თანხა გადაიხადა რეალურად არ არსებობდა. გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშილი კომპანია „ელთ ბილდინგის” კომერციულ დირექტორს ვალერი გურგენაძეს იახტის შეძენის შეთვაზებით 2022 წლის აგვისტოს თვეში დაუკავშირდნენ. მხარეებს შორის კომუნიკაცია კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმას“ მფლობელების ინიციატივით, მას შემდეგ შედგა, როცა კომპანია „ელთ ბილდინგმა” ქ. ბათუმის მერიასთან ახალი ბულვარის სანაპირო ზოლში იახტ კლუბის მოწყობის შესახებ ზეპირსიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და სარეკლამო – მარკეტინგული მიზნით, ფოტო რენდერები საიტსა და სოციალულ ქსელებში განათავსა.

ცნობისთვის, კომპანია „ელთ ბილდინგი” ქ. ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს. კომპლექსის მდებარეობა კი იძლევა იახტ კლუბის მოწყობის შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და

ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკის განვითარებას. კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმას“ მფლობელებმა კომპანია „ელთ ბილდინგის” კომერციულ დირექტორს სატელეფონო საუბარში განუცხადეს, რომ საცხოვრებელ კორპუსში ფართების შეძენა სურდათ. სწორედ ამ მიზნით შედგა პირველი კომუნიკაცია, რის შემდეგაც გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა „ელთ ბილდინგის” მენეჯმენტს იახტების ჩამოყვანა შესთავაზეს. განხორციელდა შეხვედრა „ელთ ბილდინგის” დამფუძნებელთან, ელგუჯა თურმანიძესთანაც.

ბიზნეს გარიგება ურთიერთსასარგებლო პირობების გათვალისწინებით წარიმართა. რაც გულისხმობდა, რომ „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმა” „ელთ ბილდინგს” ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ ჩამოუყვანდა იახტას, რომელსაც იჯარის ხელშეკრულებით ისევ „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმა“ აიღებდა მართვაში და ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას გადაუხდიდა თავად „ელთ ბილდინგს“. მხარეებს შორის კომუნიკაციის პერიოდში, „ელთ ბილდინგის“ იურიდიულმა დეპარტამენტმა გადაამოწმა კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმას“ საქმიანობა. იმ დროს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ გიორგი ჩიკვაიძე იყო. კომპანიას არ გააჩნდა საგადასახადო ვალდებულებები და არ ედო ყადაღა. ამასთან ერთად, მოხდა ორგანიზაციის შესწავლაც. კომპანიის საქმიანობა არ ბადებდა ეჭვებს, ამიტომ შპს „ელთ ბილდინგმა“ გადაწყვიტა აღნიშნულ კომპანისთან თანამშრომლობა. ხელშეკრულების გაფორმებამდე კი შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და საქმიანი კომუნიკაცია. ნდობის განმტკიცების მიზნით, კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმას“ მფლობელებმა კომპანია „ელთ ბილდინგის” დამფუძნებლისა და კომერციული დირექტრის საფრანგეთში ვიზიტი უზრუნველჰყვეს, სადაც შეირჩა მისაღები მოდელი, თუმცა გიორგი ჩიკვაიძემ იტალიურ მწარმოებელზე შეაჩერა ყურადღება და „ელთ ბილდინგის” მენეჯმენტი დაარწმუნა, რომ გაცილებით დაბალ ფასად შეიძენდა იახტას, რადგან მათთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა. კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლათფორმას“ მფლობელებმა კომპანია „ელთ ბილდინგს“ ყალბი ინფორმაცია რამდენჯერმე მიაწოდეს.

2023 წლის ოქტომბერში, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, კომპანიის მფლობელებმა ჯერ განაცხადეს, რომ იახტა ტრანსპორტირების პროცესში იყო, შემდეგ კი დამკვეთს აუწყეს, რომ იახტა დაზიანებული აღმოჩნდა და შეკეთების მიზნით უკან დააბრუნეს. შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი კომპანია „ელთ ბილდინგთან” დამატებით ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. კომპანია „ელთ ბილდინგი” კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმას“ პერიოდულად იახტის შეძენის დამადასტურებელ დოკუმეტაციას სთხოვდა, თუმცა დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიამ ვერ შეძლო. კომპანიის მფლობელებმა საბოლოოდ აღიარეს, რომ რეალურად იახტა არ არსებობდა და „ელთ ბილდინგის” მიერ მათი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას უკან დააბრუნებდნენ, მას შემდეგ რაც იგრძნეს რეალური საფრთხე რომ „ელთ ბილდინგი“ მზად იყო აღეძრა სარჩელი შესაბამის ორგანოებში თაღლითობს ფაქტზე, 2023 წლის იანვარში, დააბრუნეს თანხის მხოლოდ 10%, დარჩენილი ნაწილის დაბრუნება კი მორიგი სიცრუე და ყალბი დაპირება აღმოჩნდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმე

მსხვილი თღლითობისა და გაფლანგვის ფაქტზე აღიძრა. სამშენებლო კომპანია „ელთ ბილდინგი” კომპანია ,,რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლატფორმას“ მფლობელებს 416 000 ევროს ედავება.

 

ასევე იხილეთ