leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: რადგან ვერ მოახდინეს რევოლუცია, ახლა ზრუნავენ, ქვეყანაში გამოიწვიონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია

„მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს.

„ოპოზიციას თავისი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ურჩევნია, რაღაც მოგონილი საბაბებით ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, იმიტომ, რომ იციან, მათი რეიტინგი თუ რაღაცას წარმოადგენდა საპარლამენტო არჩევნების დროს და პატარა შედეგს მიაღწიეს, 61 მანდატი ცოტა არ არის ნამდვილად.

იციან, მკვეთრად, რადიკალურად არის შემცირებული მათი რეიტინგი, ვინაიდან გაუწბილეს იმედები თავიანთ ამომრჩეველს პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმით, კიდევ მეტი დესტრუქცია შემოიტანეს, ღიად საუბრობენ, რომ ეს მათ ამოცანას წარმოადგენს, რადგან ვერ მოახდინეს რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში, ახლა ზრუნავენ, ქვეყანაში გამოიწვიონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია. მათი ამომრჩეველი ამას რომ უსმენს, ფიქრობს ვის მივეციო ხმა, რად მინდა ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაცია.

მადლობა ღმერთს, ვვითარდებით და მე-4 წელია უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს. 2028 წელს რაც დაპირება გვაქვს, აუცილებელი შევასრულებთ – უმუშევრობა და სიღარიბე იქნება 4%-ზე ნაკლები ამ ქვეყანაში.  რა დავალებასაც მიიღებენ, ისე იმოქმედებენ.

რა თქმა უნდა, ურჩევნიათ [ოპოზიცია] თავი არ მოიჭრან, რეალური რეიტინგი არ გამოაჩინონ და აბრალებენ – რა აზრი აქვს ამ არჩევნები მონაწილეობას, წინა არჩევნები გაყალბდაო და 1 მტკიცებულება ვერავინ ვერ დადო“, – აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

ასევე იხილეთ