leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვაზისუბანში ოთხი ახალი სკვერი მოეწყობა

ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბნის მე-4 მ/რ-ის 1-ელი კვარტლის N14 და N22 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ის 1-ელი კვარტლის N1 კორპუსისა და ნოე რამიშვილის N22-ის მიმდებარედოთხ ახალ სკვერს მოაწყობს.  

სამუშაოების შედეგად, 6250 კვ.მ.ფართობზე ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, ტერიტორია გამწვანდება და განათების ახალიქსელი მოეწყობა.

პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან  1 590 000 ლარით დაფინანსდება.

დაგეგმილი სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობას ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა, პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გააცნო.

 

ასევე იხილეთ