leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა

ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.

პრემიერის თქმით, ევროპაში დიფ სთეითისთვის უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აქედან გამომდინარეობს მათი არასერიოზული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით.

„ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ აშშ და ევროპის ქვეყნები, აშშ-ში შეიძლება იყოს უკეთესი პერსპექტივა, იმისა, რომ თვისებრივად გადალაგდება ვითარება, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება ევროკავშირს, აქ ბევრად რთულადაა ვითარება, რადგან არის 27 ქვეყანა. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელზეც არსებითად არ ვრცელდება დიფ სთეითის გავლენა. ორია ასეთი ქვეყანა ევროკავშირში და არის ქვეყნები, რომლებზეც ვრცელდება გლობალური ომის პარტიის სრული გავლენა. ასეთია ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნები. სხვა სახელმწიფოებში მეტნაკლებად ძლიერია დიფ სთეითის გავლენა, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნები გასული არიან ყველანაირი წითელი ხაზის მიღმა და სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი სრულიად არასერიოზული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით.

ევროპაში დიფ სთეითისთვის უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, საკუთარი აგენტურის გაშლა, მათ შორის, უმაღლესი ხელისუფლების დონეზე. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები. ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ჩვენ ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა. ბევრად უფრო რთული იყო გასული სამი წლის განმავლობაში განვითარებული პროცესები განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე იყო უმძიმესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ