“თუ „დიფ სთეითი“ შესუსტდა, პირველ რიგში, ამას ჩვენ ვიგრძნობთ”,– აცხადებს პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
„ზეწოლა თეთრი სახლიდან აღარ არის, მაგრამ სამაგიეროდ ბრიუსელიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან და საელჩოდან, მათ შორის, ამერიკის კონგრესის ზოგიერთი კონგრესმენისგან მაინც არის ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოზე. ამიტომ ჩვენ იმედიანად დაველოდებით იმას, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია შეძლებენ, რომ საქართველოსთან მიმართებაში ტესტი ჩააბარონ და თუ „დიფ სთეითი“ შესუსტდა, პირველ რიგში, ამას ჩვენ ვიგრძნობთ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.