leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოსო ჭუმბურიძე: ზვიად გამსახურდიას სიძულვილი მათ ღრმა სულიერ კავშირს განსაზღვრავს

ჟურნალისტი სოსო ჭუმბურიძე: დღეს შეგვიძლია, ვთქვათ: რბის ორი ქალი.
არა, ბევრი რბის, მაგრამ ეს ორი სრულიად განსაკუთრებულია…. იმას ცდილობენ, რომ გაბრიყვებულთა და დაფინანსებულთა უაზრო პროტესტით, საკუთარი სარგებელი ნახონ.

სხვათა შორის, წლების წინათ, სააკაშვილის ეპოქაში, ერთმანეთს მტრობდნენ.

როცა მენშევიკის შთამომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ბოლშევიკის ასული კი – საფრანგეთში საქართველოს ელჩი, მთელმა ქვეყანამ შეიტყო მათი კონფლიქტის ამბავი. მინისტრმა ელჩი ძვირადღირებული აპარტამენტებიდან გამოაძევა.
ახლა კი ერთად არიან იმის წინააღმდეგ შეკრულნი, ვისგანაც ბევრი სიკეთე უნდა ახსოვდეთ.
ოპოარხები ორივეს ერთნაირად ეფერებიან.
მენშევიკების შთამომავალს „ერთადერთ ლეგიტიმურს“ ეძახიან…

ერთმა ყოველგვარი სიკეთე და ჩინ-მედლები მიიღო საბჭოთა ეპოქაში და, საერთოდ, ყველა დროში.
მეორემ – იქ ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირებით გაითქვა სახელი, აქ კი მისი დიდი ღვაწლით მოპოვებული დამოუკიდებლობით უხვად ისარგებლა.

ზვიად გამსახურდიას სიძულვილი მათ ღრმა სულიერ კავშირს განსაზღვრავს.
და ლოგიკურია, რომ ბოლოს სულმა სული იცნო.
და რბის ორი ქალი.

*
ორიოდე წლის წინ კინოს სახლში, მისი (ლანა ღოღობერიძის. რედ) დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე, ჩვენი მხცოვანი პოეტის გვერდით ვზივარ.
ფილმში საკუთარ თავზე გვიამბობს.
მხცოვანი პოეტი შიგადაშიგ წამოიძახებს: „გამოსულელებულა, გამოსულელებულა!“
პრემიერის შემდეგ ერთად მოვდივართ.
ფილმზე ვსაუბრობთ, ვეუბნები: „კი, ფილმი არ მოგვეწონა, მაგრამ თვითონ მაინც საინტერესო მოღვაწეა, მრავალმხრივია: კინო, თარგმანი, პოლიტიკა“…
ის: „კი, მაგრამ ნებისმიერ სფეროში 2 მილიმეტრის სიღრმეშიც არ ჩასულა“.
ასეთ შეფასებას ვერაფერს დაუპირისპირებ.

წყარო: გაზეთი “ასავალ-დასავალი”

ასევე იხილეთ