მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. როგორც ამბობს, ის სააკაშვილს ერთ-ერთ კონკრეტულ ადამიანზე მიანიშნებდა, რომ გარემოცვიდან მოეშორებინა, თუმცა ვის შესახებ საუბრობს, არ აკონკრეტებს.
“რა ვქნა, გენაცვალე, მე ვაფრთხილებდი მიშას, ის მოიშორე, ის დაგღუპავს-მეთქი. აღარ ვიტყვი სახელს და გვარს და დამცინოდა, შენ შალვა ნათელაშვილის მიმდევარი ხარო.
მე არ ვუყურებ მეინსტრიმ მედიას, როგორც ჩვენი საყვარელი ჟურნალისტები უყურებენ და ჩვენი წამყვანები. მე ვუყურებ ისეთ პოდკასტებს, რომლებმაც ფაქტობრივად, მოიგეს ამერიკული არჩევნები. ესენი არიან და მოუკიდებელი ჟურნალისტები, არავინ აღარ უყურებს ამ სიენენებს და ამ არხებს, რომლებიც არიან კორუმპირებული და გათახსირებული.
დამოუკიდებელი მედიიდან ვიღებ ჩემს ინფორმაციას და ტვინსაც ვაყოლებ რამენაირად. ცოტა კუდსაც მოვიხმარ, ცოტა ჩემს რაღაც ამბებს მოვიხმარ და გამომაქვს დასკვნა. “ეს გაქოცებულა” – წერენ. “ეს როდის გახდა ექსპერტი?” – წერს ჩემზე ერთი ქალი, ბებიაშენისამ, მთელი საქართველო ექსპერტები ვართ, ბოლო 30 წელია და მეც რომ ცოტა წავიექსპერტო, ჩემი კოგნიტიური შესაძლებლობის მქონე ქალმა, რა მოხდა ვითომ? კიდევ კარგი – “სოროსი მართავს”, აღარ ამბობენ. უნდა ვიაზროვნოთ, ჩავეძიოთ დეტალებს და მოვუსმინოთ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს”, – აცხადებს ია ფარულავა.
წყარო: “ამბები.ჯი”