leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: ხელს უწყობდით, რომ გმირებად გამოგეცხადებინათ ადამიანები, რომლებიც პოლიციელზე ძალადობდნენ – ეს ხომ გმირების მიმართ შეურაცხყოფაა?

„ძალადობას კატეგორიულად ვემიჯნები და არაერთხელ გამიკეთებია ამასთან დაკავშირებით განცხადება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული ტელევიზიები, ბოლო თვეების განმავლობაში, საზოგადოების დაპირისპირებასა და რევოლუციური სცენარების წახალისებას უწყობდნენ ხელს.

„ძალადობას ვემიჯნები და კატეგორიულად მიუღებელია, თქვენგან განსხვავებით. თქვენ, სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ყველაფერს აკეთებდით იმისთვის, რომ წაგეხალისებინათ ძალადობა; თქვენ ხართ ტელევიზია, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას, საზოგადოების დაპირისპირებას, რევოლიციური სცენარების განხორციელებას; ის ყველაფერი, რაც ხდებოდა ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, ზუსტად თქვენი დამსახურებაა. ძალიან მძიმეა, ცუდია, როდესაც ხდება ვინმეზე ძალადობა, დაპირირპირება. თქვენ კი პირდაპირ ახალისებდით და ხელს უწყობდით იმას, რომ  გმირებად გამოგეცხადებინათ ისეთი ადამიანები, რომლებიც პოლიციელზე ძალადობდნენ, ცოცხლად წვავდნენ. არ ვიცი, რომელი ეთერი ჩამოვთვალო, ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? ანწუხელიძე ხომ გმირია ჩვენთვის? ლაზარე რომ გმირად გამოგყავდათ, რომელიც ცდილობდა, პოლიციელი ცოცხლად დაეწვა, ეს ხომ გმირების მიმართ შეურაცხყოფაა? ეს დამოკიდებულება ძალიან ცუდია და ის, რაც ცუდია, ყველამ ერთად უნდა დავგმოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ნებისმიერი ტიპის ძალადობას სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ძალადობა ძალიან ცუდია და ვგმობ მსგავს ფაქტებს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე იხილეთ