კრემლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ მოსკოვმა ვაშინგტონს უკრაინის საკითხზე შეთანხმებისთვის მოთხოვნები გადასცა

კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ მოსკოვმა ვაშინგტონს უკრაინის საკითხზე შეთანხმებისთვის მოთხოვნათა ჩამონათვალი გადასცა.
მოთხოვნათა სიასთან დაკავშირებით, ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მხარეები ბოლო სამი კვირის განმავლობაში, როგორც პირისპირ, ისე ვირტუალურ დისკუსიებში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც მოსკოვმა ვაშინგტონს საკუთარი პირობები გააცნო.
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები ამჟამად რუსეთისკენ მიემგზავრებიან და შეხვედრებია დაგეგმილი.