პარლამენტის ყოფილი წევრი დათო ლორთქიფანიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტების მასთან მივარდნის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მოკლედ დავწერ, ჩემო ძვირფასებო – გუშინ ხომ ამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტები, რომლებიც, როგორც ჩანს, შაბათისთვის ამზადებენ, მათი ჭკუით, „ბომბ გადაცემას“, თითქოს ამ ქვეყნის ცნობადი სახეები სამსახურებში რომ ხელფასს იღებენ, ეს ყოფილა დანაშაული (ვისზე ლაპარაკობენ ესენი ნაც.პარტიული ტელევიზიის ეთერიდან, როცა მათი ლიდერი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯისთვის 9-წლიანს მოიხდის!) და შოუებს დგამენ. გუშინ საღამოს ჩემთან სახლში მიუვარდნენ ჩემს ოჯახს, სათანდო პასუხიც მიიღეს და დღეს დილიდან რომ გააგრძელეს რეკვები ჩემთან, მივწერე და შევთანხმდით ხვალ,ხუთშაბათს, შეხვედრაზე (მე დასამალი არავისთან არაფერი არა მაქვს, ოღონდ ამათ დამონტაჟებულ სიუჟეტებს არ ვცნობ!!!) და ჰოი საოცრებავ – საღამოს ვბრუნდები სახლში, მანქანით ჩავდივარ პარკინგზე და მანქანიდან ჩამოვდივარ თუ არა, უკან მომადგა მანქანა და ჩამოდის „ტვ პირველის“ ოპერატორი კამერით და ჟურნალისტი, რომელიც იწყებს ისტერიულად „…თქვენ სად მუშაობთ, ხელფასი რამდენი გაქვთ, ბიძინა ივანიშვილისა და ნაცების კავშირზე რას გვეტყვიით, ჩვენი ჯიბიდან ფინანსდებით და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რითი ინახავთ ოჯახს…“ რაზეც მქონდა ბუნებრივი რეაქცია და ვუპასუხე, რომ „…თქვენი საქმე არაა, მე ოჯახს რითი ვინახავ, თქვენგან განსხვავებით სისხლიან ფულს არ ვიღებ-თქო!!! და საერთოდ, რა უფლებით მოხვედით და მიზღუდავთ პირად სივრცეს-თქო, წადით ეხლავე, მოცილდით აქაურობას-თქო…“ დავკეტე მანქანა და წამოვედი, მაგრამ ესენი ვერ მოვიცილე, რაღაც ცინიკური სახით გაუგებარი კითხვების კაკაფონიას ეწეოდა და ფეხდაფეხ ამომყვნენ პარკინგიდან, გაიარეს 100 მეტრზე მეტი ჩემთან ერთად და ვერ მოვიცილე, სანამ მარკეტში არ შევედი!!!
მოკლედ, ველოდები ამათ აჭრილ-დაჭრილ დამონტაჟებულ პასკვილების კორიანტელს მელაძის შოუში, მაგრამ ის ვერ გაიგეს (არაერთხელ ვუთხარი დევნისას!!!), ამათ რა სიუჟეტიც არ უნდა დადგან, ხელისუფლების მხარდამჭერების (რომლებიც შეუდარებლად მეტნი ვართ!!!) პოზიცია ჩემს მიმართ არ შეიცვლება, პირიქითაც, ხოლო მათი (ნაცების განაყოფ-გაუყოფლების) პოზიცია საერთოდ არ მაღელვებს არც მე და არც ჩვენს მხარდამჭერებს,საბრალოები არიან, რომ სახე დააკარგვინეს“, – წერს დათო ლორთქიფანიძე.