leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რეზოლუციაზე: რა შენიშვნა უნდა მივიღოთ ადამიანებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ კორუმპირებულ ადამიანს, რომელმაც შექმნა წამების სისტემა?

“საერთოდ, რა წინადადება, რა რეკომენდაცია, რა შენიშვნა უნდა მივიღოთ ადამიანებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ კორუმპირებულ ადამიანს, რომელმაც შექმნა წამების სისტემა, მათგან, სააკაშვილის მეგობრებისგან ჩვენ მხოლოდ ბოდიშს ველოდებით”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას ჩეხეთის პარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოში ახალ არჩევნებს ითხოვენ.

მისივე თქმით, ჩეხეთის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებაა მოთხოვნილი.

“ელოდონ სხვები ახალ არჩევნებს, ლოდინს წინ რა უდგას, დაელოდონ. სააკაშვილის მეგობრებისგან შენიშვნის ერთ სიტყვასაც კი არ მივიღებთ. ერთადერთი, რასაც ჩვენ მოველით სააკაშვილის მეგობრებისგან, არის ბოდიში ქართველი ხალხის მიმართ. სხვა დანარჩენი არის ჩვენთვის უინტერესო.

ჩვენ ვნახეთ, ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერა ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართ, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებაა მოთხოვნილი, შესაბამისად, მათაც აქვთ ეს პოზიცია დაფიქსირებული. ერთადერთი, რასაც მოველით სააკაშვილის მეგობრებისგან, არის ბოდიში, სხვა დანარჩენი ამის ფონზე არის აბსოლუტურად გაუფასურებული. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ კორუმპირებულ ადამიანს, რომელმაც შექმნა ადამიანების წამების სისტემა, მათგან საერთოდ რა წინადადება, რა რეკომენდაცია, რა შენიშვნა, რა სიტყვა ან კომენტარი უნდა მივიღოთ?!”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ