leaderboard_below_slide
left_sabechdi

კობა კობალაძემ თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორთან შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 13 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორთან, ლუკა მგელაძესთან და მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენელთან მალხაზ ქარაზანიშვილთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ თანამშრომლობის საფუძველზე, კიბერუსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა გადამზადების პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება; ეს კი ხელს შეუწყობს სამომავლოდ კვალიფიციური კიბერრეზერვის ჩამოყალიბებას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მხარეები შესაბამისი კონცეფციისა და სამომავლო თანამშრომლობის დოკუმენტის მომზადებაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციაში ერთ-ერთი უმთავრესი ძალისხმევის ხაზია „თავდაცვის ძალების სამოქალაქო მხარდაჭერა“ და, მათ შორის, მოხალისეების მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამ პრინციპის რეალიზების ფარგლებში, ასევე, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა“ და ა(ა)იპ – „საქართველოს გენერალთა კლუბის“ მიერ, 2023 წელს დაფუძნდა მოხალისეთა ორგანიზაცია, ა(ა)იპ – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“. მოხალისეთა ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს, ნებაყოფლობით საწყისებზე, აქტიური და მოტივირებული მოქალაქეების არაპოლიტიკური სტრუქტურირებული ერთობის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

ასევე იხილეთ