leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფინეთის პრემიერი: უკრაინაში ჯარისკაცებს არ გავაგზავნით

უკრაინაში ჯარისკაცებს არ გავაგზავნით, – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ.

პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პეტერი ორპომ აღნიშნა, რომ ფინეთი აქტიურად იღებს მონაწილეობას „მსურველთა კოალიციის“ ირგვლივ დისკუსიებში, თუმცა გამორიცხა მონაწილეობა უკრაინაში სამშვიდობო მისიაში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა.

ასევე იხილეთ