leaderboard_below_slide
left_sabechdi

პუტინი: უკრაინასთან ზავის იდეა სწორია, თუმცა არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ზავის იდეა სწორია.

„თავად იდეა [უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ] სწორია და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება აშშ-ის წინადადებას უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წინადადება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯი გრძელვადიან მშვიდობას გამოიწვევს.

„ცეცხლის ეს შეწყვეტა უნდა იყოს ისეთი, რომელიც გამოიწვევს გრძელვადიან მშვიდობას და აღმოფხვრის ამ კრიზისის ძირეულ მიზეზებს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ