leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: საზოგადოებრივ მაუწყებელთან რომ ამდენი ხანი იმართება აქციები, ეს გარე ძალების, ანუ როგორც ჩვენ ვუწოდებთ, გლობალური ომის პარტიის ხელწერაა

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან რომ ამდენი ხანი იმართება აქციები, ეს გარე ძალების, ანუ როგორც ჩვენ ვუწოდებთ, გლობალური ომის პარტიის ხელწერაა“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, აგენტურა, რომელიც გარე ძალების დაკვეთით მოქმედებს საქართველოში, ამ აქციებით ვერაფერს მიაღწევს.

„ის, რაც ხდება საქართველოში, ხდება სერბეთშიც. ყველგან, სადაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა უნდათ, ერთი და იგივე ხელწერით მოქმედებს აგენტურა და ერთსა და იმავე დავალებებს აძლევენ ამ აგენტურას მისი პატრონები. ბუნებრივია, ისინი ამით ვერაფერს მიაღწევენ, გარდა იმისა, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლას ცდილობენ და ამას დემოკრატიას უწოდებენ, რაც დაუშვებელია.

აქციები მილევად რეჟიმშია. პრაქტიკულად, უკვე დამთავრებულია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ