გიორგი ვოლსკი: ბალტიისპირეთს აწყობს საქართველოში აგიზგიზებული ცეცხლი, მით უმეტეს, თუ ამაში რუსეთის ფედერაცია იქნება ჩართული

„მათი ეს წასვლა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოგზაურობა, ხარჯების ანაზღაურება არის მცირე ნაწილი იმ ხარჯებისა, რაც ამ ადამიანებისთვის არის გამოყოფილი. ადამიანებისთვის, რომელთა მთავარი მიზანი არის ქვეყნის დაზიანება ვიღაცის ინტერესების სასარგებლოდ“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას, თუ ვინ აფინანსებს რადიკალური ოპოზიციის ვოიაჟებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მისი თქმით, ბალტიისპირეთს აწყობს საქართველოში აგიზგიზებული ცეცხლი, მით უმეტეს, თუ ამაში რუსეთის ფედერაცია იქნება ჩართული.
„მათი ეს წასვლა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოგზაურობა, ხარჯების ანაზღაურება არის მცირე ნაწილი იმ ხარჯებისა, რაც ამ ადამიანებისთვის არის გამოყოფილი. ადამიანებისთვის, რომელთა მთავარი მიზანი არის ქვეყნის დაზიანება ვიღაცის ინტერესების სასარგებლოდ.
ბალტიისპირეთს აწყობს საქართველოში აგიზგიზებული ცეცხლი, მით უმეტეს, თუ ამაში რუსეთის ფედერაცია იქნება ჩართული, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ბალტიისპირეთისთვის აგრესიას ნაკლები პერსპექტივა ექნება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.