“შინაგან საქმეთა სამინისტრო საჭიროებს შეიარაღებას გარკვეული კანონებით, რათა უფრო ეფექტურად ებრძოლოს ამ საშინელ დანაშაულს, რომელმაც შეიძლება, ჩვენი მომავალი მოსპოს”,– განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რითაც ნარკორეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებულ კანონპროექტის საკითხს გამოეხმაურა.
„პატარა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ემუქრება ეს საფრთხე. უნდა გამკაცრდეს ნარკოტიკების გამსაღებლების, შემომტანების მიმართ ზომები და ადამიანებმა, ვინც ამას იყენებს, არ უნდა მისცენ მაგალითები სხვას, რომ ამის დაუსჯელად კეთება შეიძლება“, – აღნიშნავს ვოლსკი.
ნარკოდანაშაულისთვის კანონი მკაცრდება – ანტინარკოტიკული რეფორმა საპარლამენტო უმრავლესობამ და საპარლამენტო ოპოზიციამ, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად, შეიმუშავა.