ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ავიაკომპანია „British Airways“-ის ციფრული ჟურნალი „High Life“ საქართველოს გასტრო ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ქართული სამზარეულოს 6 მიმზიდველი კერძი“ ამ სათაურით გამოცემის მწერალი რებეკა ნეილორი აღწერს, თუ რატომ უნდა იმოგზაურონ საქართველოში.
„თოვლით დაფარული მწვერვალები, ციხე-კოშკები, შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოში წასასვლელად უთვალავი მიზეზი არსებობს. დაუვიწყარი კერძები, რომელთა ინსპირაცია აღმოსავლეთმა და დასავლეთმა მოახდინა, ანუ ყველაფერზე, რაზეც ოცნებობდით თქვენი მომავალი მოგზაურობისთვის“, – წერს რებეკა ნეილორი.
„British Airways“-ის ციფრული ჟურნალის მწერალი დეტალურად აღწერს თუ რა ინგრედიენტებით მზადდება შემდეგი ქართული კერძები: ხაჭაპური, ხინკალი, ნიგვზით, ხახვით, ხმელი სუნელებით შეკმაზული ლობიო, ფხალი, ხარჩო და ჩურჩხელა.
გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია „British Airways“ საქართველოში ფრენებს 30 მარტიდან იწყებს.ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.
https://bahighlife.com/experiences/georgian-cuisine-in-six-swoon-worthy-dishes