leaderboard_below_slide
left_sabechdi

დანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: აშშ-თან გრენლანდიის მიერთების საკითხს, შესაძლოა, ნატოს ორი წევრი სახელმწიფოს შორის ომი მოჰყვეს

დანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რასმუს იარლოვმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-თან გრენლანდიის მიერთების საკითხმა, შესაძლოა, ნატოს ორ წევრ ქვეყანას შორის ომი გამოიწვიოს.

„ჩვენ არ მივესალმებით ნატოს გენერალური მდივნის ხუმრობებს, ტრამპთან ერთად, გრენლანდიის შესახებ. ეს, შესაძლოა, ნიშნავდეს ომს ნატოს ორი წევრ ქვეყანას შორის. გრენლანდიამ ახლახან დანიისგან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცა ხმა და მას არ სურს იყო ამერიკის ნაწილი“, – დაწერა იარლოვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის დროს არ გამორიცხა, რომ ამერიკამ გრენლანდიის ანექსია მოახდინოს. რუტემ ხუმრობით აღნიშნა, რომ არ სურს ამ საკითხში ნატოს ჩარევა.

ასევე იხილეთ