უკრაინულმა მხარემ რუსეთის კრასნოდარის ოლქში მდებარე ქალაქი ტუაფსე დრონებით დაბომბა. ინფორმაციას კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ბენიამინ კონდრატიევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
მისი თქმის, დაბომბვის შედეგად ქალაქში მდებარე ნავთობბაზაზე ცეცხლი გაჩნდა.
„ბენზინის ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ფართობი ერთი ათასს კვადრატულ მეტრს შეადგენს, ადგილზე გადაუდებელი ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, დაშავებული არავინაა“, – დაწერა გუბერნატორმა.
მისი თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესში 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და ტექნიკის 39 ერთეული მონაწილეობს. კრასნოდარის მხარის გუბერნატორი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას უკრაინულ მხარეს აკისრებს.