leaderboard_below_slide
left_sabechdi

პეტრე მამრაძე: უმცროსი ჯორჯ ბუში და ვლადიმერ პუტინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ

ODINSOVSKY, RUSSIAN FEDERATION: US President George W. Bush (R) leans over the steering wheel while driving Russian President Vladimir Putin's 1956 Volga before the two leaders had dinner 08 May 2005 at Putin's residence outside Moscow. Bush hailed Russia's "bravery and sacrifice" in defeating Nazism, as he met Putin ahead of ceremonies marking the 60th anniversary of the end of World War II. Bush, who the previous day criticized the decades-long Soviet occupation of central Europe, said he was looking forward to the 09 May ceremony on Moscow's Red Square, to be attended by over 50 national leaders. AFP PHOTO/Tim SLOAN (Photo credit should read TIM SLOAN/AFP via Getty Images)

სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი, მეცნიერი პეტრე მამრაძე გაზეთ “ასავალ-დასავლისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იმის დადასტურება იყო, რომ ჯორჯ ბუშმა საქართველო რუსეთის გავლენის ზონად აღიარა!

“უმცროსი ჯორჯ ბუში და ვლადიმერ პუტინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ბუშმა პუტინის პორტრეტიც კი დახატა და რუსეთის პრეზიდენტს საჯაროდ უსახსოვრა. 2001 წლის 11 სექტემბერს, როცა ნიუ-იორკში ტყუპი ცათამბჯენი ააფეთქეს, პუტინი მსოფლიო ლიდერებს შორის პირველი იყო, ვინც ბუშს დაურეკა და ტერორიზმთან ბრძოლაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. პიროვნებამ, რომელიც მაშინ ბუშისა და პუტინის სატელეფონო საუბარს დაესწრო, პირადად მომიყვა, რომ რუსეთისა და ამერიკის ლიდერებმა საქართველოს შესახებაც ისაუბრეს.

პუტინმა ბუშს უთხრა – იმედი მაქვს გაგებით მოეკიდები იმას, რომ საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება მომიწევსო! იგი გულისხმობდა პანკისის ხეობას, სადაც ჩეჩენი მებრძოლების კონცენტრაცია შეინიშნებოდა, თუმცა ბუშმა პუტინს უთხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ საქართველოს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტულ ოპერაციას საქართველო თავად ჩაატარებდა, ამერიკა და რუსეთი კი ერთობლივად დაეხმარებოდნენ. ამით ბუშმა პუტინს მიანიშნა, რომ საქართველოს რუსეთის გავლენის ზონად არ აღიარებდა.

ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე პუტინმა ბუშს დაურეკა და სააკაშვილის შესახებ გააფრთხილა, – შენმა კლიენტმა რამე რომ გაბედოს, მე ზომებს მივიღებ! ბუშის პასუხი ასეთი იყო, – მე მას არ ვაქეზებ, პირიქით, ყოველთვის ვაჩერებ და ვეუბნები, რომ აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” არაფრის გაკეთება არ შეიძლება! პუტინმა უთხრა, – მე მჯერა შენი, მაგრამ სააკაშვილი მაშინ გირეკავს, როცა მოუნდება, შენ კი ყოველთვის პასუხობ, რის გამოც, იგი მიიჩნევს, რომ მისი მფარველი ხარ და ამიტომ, ბევრი რამის უფლება აქვს!”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

წყარო: გაზეთი “ასავალ-დასავალი”

ასევე იხილეთ