ანდრეი სიბიგა: უკრაინამ მონიტორინგის ჯგუფის ფორმირება დაიწყო, რომელიც დროებითი ზავის აღსრულებას დააკვირდება

“უკრაინის ხელისუფლებამ მონიტორინგის ჯგუფის ფორმირება დაიწყო, რომელიც რუსეთთან შესაძლო დროებითი ზავის აღსრულების პროცესს დააკვირდება”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ.
„ახლა ჩვენ, ფაქტობრივად, დავიწყეთ ეროვნული გუნდის ფორმირება, რომელიც შესაძლო ზავის შესაბამისი კონტროლისთვის საჭირო მოქმედებათა ალგორითმს შეიმუშავებს. ეს ძალიან რთული პროცესია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რათა რუსული მხარისგან შესაძლო პროვოკაციები თავიდან ავიცილოთ“, – თქვა სიბიგამ.
მისი თქმით, უკრაინას უკვე აქვს ნეგატიური გამოცდილება მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. როგორც სიბიგამ აღნიშნა, მინსკის შეთანხმების ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტა 25 ჯერ ცხადდებოდა, თუმცა მას რუსეთი მუდამ არღვევდა.