ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინს ესაუბრა და მას კურსკის ოლქში ალყაში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეფონით რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, რა დროსაც მას კურსკის ოლქში ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა.
“გუშინ ჩვენ კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. არსებობს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ეს საშინელი, სისხლისმღვრელი ომი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს, თუმცა ახლა ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი სრულ ალყაშია მოქცეული და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მე მკაფიოდ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს შეუნარჩუნოს მათ სიცოცხლე. ეს იქნება საშინელი სასაკლაო, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ღმერთმა დალოცოს ყველა”, – დაწერა ტრამპმა.