leaderboard_below_slide
left_sabechdi

კვარაცხელიას გოლი „მონაკოსთან“ საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლი, რომელიც 7 თებერვალს, „მონაკოს“ გაუტანა, საფრანგეთის ლიგა 1-ში თებერვლის საუკეთესო გოლად აღიარეს.

ლიგა 1-ის ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელშიც ყველაზე მეტი ხმა სწორედ ქართველი ფეხბურთელის გოლმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კვარას ლიგა 1-ში ჯერჯერობით, ეს ერთადერთი გოლი აქვს გატანილი. პსჟ-ს მაისურით მან სულ 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა (ერთი ჩემპიონთა ლიგაზე) და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ერთხელ პენალტი მოიპოვა.

„პარი სენ-ჟერმენი“ სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩს 16 მარტს ჩაატარებს მარსელის „ოლიმპიკის“ წინააღმდეგ.

ასევე იხილეთ