leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ გორდულაძე: ალბათ, „ტოპ ტვინები“ გადაიწვა, სხვა შემთხვევაში რადიკალური ოპოზიციის გეგმა არჩევნებთან დაკავშირებით უფრო მალე იქნებოდა გაჟღერებული

ალბათ, „ტოპ ტვინები“ გადაიწვა, სხვა შემთხვევაში მათი გეგმა უფრო მალე იქნებოდა გაჟღერებული, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რადიკალების საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დავალება თავიანთი პატრონებისგან ჯერ არ მიუღია.

„მოლოდინი ჩვენ გვაქვს ერთი, რომელშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ „ნაცკლასტერში“ შემავალი აგენტურის წარმომადგენლები შეასრულებენ თავიანთი პატრონების დავალებას. ჯერჯერობით არ აქვთ განსაზღვრული მესიჯი, დავალება მოსული, თუ რა უნდა ჰქნან თვითმმართველობის არჩევნებში, მიიღონ – თუ არ მიიღონ მონაწილეობა. საბოლოო ჯამში, როგორიც იქნება დავალება, ისე მოიმოქმედებენ“, – განაცხადა გორდულაძემ.

ასევე იხილეთ