leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვილი სანიოლი: სომხეთთან პირველ მატჩში გუნდს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს. ბევრი დისკუსია გვქონდა და ჩემთვის ეს საუკეთესო არჩევანია

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს სომხეთის წინააღმდეგ, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფარგლებში გამართავს.

მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას საქართველოს ნაკრები 17 მარტს დაიწყებს. შეკრებამდე დაწყებამდე, ტრადიციული პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა უპასუხეს.

„გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია პირველ მატჩში ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა ჩვენთან ერთად იქნებიან და მეორე თამაშისთვის მოემზადებიან. გამოგვაკლდება გუნდის კაპიტანი და შეტევის ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა ეს შესაძლებლობას მისცემს სხვა მოთამაშეებს. მაგალითად, გოგლიჩიძეს, რომელსაც ადრეც შეეძლო სასტარტოში თამაშის დაწყება, მაგრამ ტრავმა მიიღო. ველოდები მის თამაშს, რადგან ის, რაც ემპოლიში აჩვენა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

სომხეთთან პირველ მატჩში გუნდს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს. ბევრი დისკუსია გვქონდა და ჩემთვის ეს საუკეთესო არჩევანია, რადგან ის კლუბშიც კაპიტანია, იცის რას ნიშნავს ეს როლი და როგორ უნდა მოიქცეს მოედანზე. ოთარ კიტეიშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ფეხბურთელები მას დიდ პატივს სცემენ.

ხვიჩა კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია, რომლის შეცვლა ძალიან რთულია. მისი არყოფნა მისცემს შესაძლებლობას სხვა ფეხბურთელებს, მაგალითად ჩაკვეტაძეს და დავითაშვილს, მეტი პასუხისმგებლობა გამოავლინონ და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ“, – განაცხადა ვილი სანიოლიმ.

ასევე იხილეთ