leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკის თქმით, საუდის არაბეთში ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს ტერიტორიების საკითხი განიხილებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკების დროს ტერიტორიების საკითხი განიხილებოდა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დღის წესრიგში შეტანილი არ იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების დროს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დაისვა და ეს, მისი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ „ამერიკელები სულ უფრო მეტად იკვლევენ ომის არსს“.

„ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც გუნდები შეხვედრის შემდეგ გამოვიდნენ, არ შეიცავს ტერიტორიების საკითხს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი არ დაისვა. სხვადასხვა საკითხი დაისვა. ამერიკელები სულ უფრო და უფრო ერკვევიან არსში“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „ამერიკული მხარე დეტალებს და არსს სწავლობს“. ამის მაგალითად მან მოიყვანა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქი ენერგოდარი ზაპოროჟიეს ოლქში.

„არ შეიძლება უბრალოდ თქვათ, რომ არის სადგური [ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური], ხოლო ქალაქი ცალკეა. მიმაჩნია, რომ ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთულია ცეცხლის შეწყვეტის საკითხის შემდეგ“, – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა პარტნიორმა იცის უკრაინის პოზიცია – არასოდეს აღიაროს ოკუპირებული ტერიტორიები რუსულად.

ასევე იხილეთ