აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის წინასაარჩევნო დაპირებას, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს „24 საათში“ მოაგვარებდა, „სარკასტული“ უწოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტ ჩერილ ატკისონთან ინტერვიუში განაცხადა.
ატკისონმა აღნიშნა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან გამკლავების სირთულე და შეახსენა ტრამპს, რომ კამპანიის დროს მან თქვა, „ამ ომს 24 საათში დაასრულებდა“.
„კარგი, ცოტა სარკასტული ვიყავი, როცა ამას ვამბობდი. არ დავასრულებდი. სინამდვილეში, მე ვგულისხმობდი, რომ მსურს მისი დასრულება და ვფიქრობ, ამის გაკეთება შემიძლია“, – განმარტა აშშ-ის პრეზიდენტმა.