leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თეთრ სახლში ფრთხილი ოპტიმიზმია უკრაინაში მშვიდობის მიღწევის პერსპექტივის მიმართ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თეთრ სახლში ფრთხილი ოპტიმიზმია უკრაინაში მშვიდობის მიღწევის პერსპექტივის მიმართ.

მისი თქმით, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა გამართა ვლადიმირ პუტინთან.

„ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ფრთხილად ოპტიმისტურად განწყობილნი, მაგრამ ამავდროულად ვაღიარებთ, რომ სიტუაცია რთულია. ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ ჩვენ რამდენიმე ნაბიჯით დავუახლოვდით ომის დასრულებას და მშვიდობის დამყარებას. თუმცა, წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე იხილეთ