leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოსო გალუმაშვილი: უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა

„საინტერესოა, რომ უამრავი ლიდერი კომპანიის აქციების გაუფასურების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი არნახულად გაიზარდა“, – ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„წლის დასაწყისიდან თიბისის აქციები გაიზარდა 38.52%-ით, საქართველოს ბანკის აქციები – 20%-ით და ჯორჯიან კაპიტალის – 22%-ით.

ბოლო 6 თვეში „თიბისი“ – რეკორდული 53%, „საქბანკი“ – 40%, „ჯორჯიან კაპიტალი“ – ასევე რეკორდული – 49%. ახლა ვნახე და თვალებს არ ვუჯერებდი“, – წერს სოსო გალუმაშვილი.

ასევე იხილეთ