leaderboard_below_slide
left_sabechdi

უკრაინის გენშტაბი კურსკის ოლქში უკრაინული ქვედანაყოფების „ალყაში მოქცევის“ შესახებ ვლადიმირ პუტინის მიერ გავრცელებულ ცნობას სიცრუეს უწოდებს

უკრაინის გენერალური შტაბი კურსკის ოლქში უკრაინული ქვედანაყოფების „ალყაში მოქცევის“ შესახებ ვლადიმირ პუტინის მიერ გავრცელებულ ცნობას სიცრუეს უწოდებს.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი ამ დეზინფორმაციას პოლიტიკური მიზნებისთვის, უკრაინასა და პარტნიორებზე წნეხისთვის ავრცელებს.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სიტუაცია ძირეულად არ შეცვლილა და სამხედრო მოქმედებები კურსკის ოლქში გრძელდება. ბოლო ერთი დღის განმავლობაში კურსკის მიმართულებით 13 საომარი შეტაკება დაფიქსირდა.

ასევე იხილეთ