leaderboard_below_slide
left_sabechdi

სანდრო ბრეგაძე: პრეზიდენტი ტრამპი ცვლის ლიბერალურ მსოფლიოს დღის წესრიგს და ეს პროცესი სულ მალე საქართველოსაც შეეხება

„ლიბერალურ-ფაშისტური, კორუმპირებული სექტა კარგავს მილიონებს და ამავე დროს გამოაშკარავდება ყველაფერი, ეს კი კატასტროფაა მათთვის. სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ მთელი ნაც-ლიბერალური ოპოზიცია პრეზიდენტ ტრამპის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ლანძღვაში არიან!“ – ამის შესახებ  „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს,

„როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია სხვა ქვეყნებთან ერთად შეისწავლის საქართველოს საკითხს, ანუ როგორ იხარჯებოდა ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარება – მილიარდობით დოლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა საქართველოს განვითარებას და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას!

ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის მიერ გაწეული დახმარება და უდიდესი თანხები რეალურად არა დემოკრატიის, პოლიტიკური მრავალფეროვნების განვითარებას, არამედ ლიბერალური (ლიბერასტული) სექტის გაძლიერებას და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური იდეოლოგიის განადგურებას ხმარდებოდა. ქვეყანაში ფაქტობრივად ლიბერალური ფაშიზმის აღორძინება ხორციელდებოდა, რომელიც გამორიცხავდა სხვა (თუნდაც ეროვნულ-კონსერვატორული) იდეოლოგიის არსებობას!

ლიბერასტული სექტის მიერ წლების განმავლობაში ხდებოდა ამერიკის მთავრობის მიერ უანგარო დახმარების მითვისება, კორუფცია, დემოკრატიის ნაცვლად – ყველა სხვა იდეის განადგურება, გარდა ლიბერალურ-ფაშისტური სექტანტური ბოდვებისა. ამ ფონზე მისასალმებელია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია იწყებს რევიზიას – თუ რას მოხმარდა ამერიკელი ხალხის მიერ გაწეული დახმარება. სიმართლის დადგენის შემდეგ აუცილებლად შეიცვლება წარსული პოლიტიკა და ამერიკის დახმარება მოხმარდება არა ლიბერალურ-ფაშისტური სექტის აყვავებას, არამედ ქართველ ხალხს და ქვეყანაში რეალური დემოკრატიის განვითარებას!

ლიბერალურ-ფაშისტური, კორუმპირებული სექტა კარგავს მილიონებს და ამავე დროს გამოაშკარავდება ყველაფერი, ეს კი კატასტროფაა მათთვის. სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ მთელი ნაც-ლიბერალური ოპოზიცია პრეზიდენტ ტრამპის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ლანძღვაში არიან!

სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტ ტრამპს სულ არ აინტერესებს არც ხოშტარიას ლანძღვა, არც ლომჯარიას წყევლა, არც ბოკერიას გინება და არც მთელი ქართული ნაც-ოპოზიცია, მაგრამ იმ გაფლანგულ მილიონებზე და ტყუილებზე აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება.

პრეზიდენტი ტრამპი ცვლის ლიბერალურ მსოფლიოს დღის წესრიგს და ეს პროცესი სულ მალე საქართველოსაც შეეხება. ამერიკის პოლიტიკა გახდება ბევრად რეალისტური და ეფექტური. ძალიან, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება და თან მალე. ამიტომ ჩვენი სრული მხარდაჭერა ბატონ ტრამპს ამ სამართლიან ბრძოლაში“, – წერს სანდრო ბრეგაძე.

ასევე იხილეთ