leaderboard_below_slide
left_sabechdi

2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ღირებულებამ 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის ღირებულამ 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება. 

გასულ წელს 47%-იანი (92,7 მლნ აშშ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების, 25 %-იანი (32,2 მლნ აშშ დოლარი) – მინერალური და მტკნარი წყლების,  27%-იანი (30 მლნ აშშ დოლარი) – უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და 7%-იანი (17 მლნ აშშ დოლარი) – ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებში. 

2024 წელს სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 288,6 მლნ აშშ დოლარი, მოცულობამ კი, 47,9 მლნ ლიტრი შეადგინა; მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება 163,8 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა – 254 მლნ ლიტრი; ღვინის ექსპორტის ღირებულება – 276 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა – 94.7 მლნ ლიტრი; უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება – 139,1 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა კი, 150 მლნ ლიტრი იყო. 

აღსანიშნავია, რომ უალკოჰოლო გაზიან სასმელებზე საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარა და ლიტრზე 0.93 დოლარი შეადგინა.

 

ასევე იხილეთ