კორუფციული სკანდალის ფონზე, ევროპარლამენტმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ლობისტებს, რომლებიც ჩინური ტექნოლოგიური კომპანია „Huawei“-სთვის მუშაობენ

კორუფციული სკანდალის ფონზე, ევროპარლამენტმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ლობისტებს, რომლებიც ჩინური ტექნოლოგიური კომპანია „Huawei“-სთვის მუშაობენ. ინფორმაციას AP ავრცელებს.
ევროპარლამენტში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების წესების შესაბამისად მიიღეს.
საქმე ეხება, „Huawei“-ს მხრიდან მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარების მოსყიდვას. ჩხრეკები ბელგიასა და პორტუგალიაში ჩატარდა. ამ საქმეზე პასუხისმგებელმა მოსამართლემ გასცა ბრძანება ორი ევროპარლამენტის დეპუტატის თანაშემწის კაბინეტების დალუქვის შესახებ, რომლებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმესთან კავშირი ჰქონდათ. გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.