ისნის რაიონის გამგეობამ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ვაზისუბნის IIIმ/რ-ის II კვარტლის N6 კორპუსში ოთხი ლიფტის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 173 350 ლარით დაფინანსდება.
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.