leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ლაშხმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ქალ პარლამენტართა გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი 13-15 მარტს, მექსიკის შეერთებულ შტატებში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ქალ პარლამენტართა გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ღონისძიებაზე ქალთა გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა თემატური პანელი გაიმართა.

კონფერენციაზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს მექსიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად არჩეულმა ქალმა პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა ტულია აქსონმა.

ღონისძიების ფარგლებში მარიამ ლაშხმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კავშირის გენერალურ მდივანთან მარტინ ჩუნგოგთან, საპარლამენტთაშორისო კავშირის ქალ პარლამენტართა ბიუროს პრეზიდენტთან სინტია ლოპეს კასტროსთან და საპარლამენტთაშორისო კავშირის ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმის პრეზიდენტთან დან კარდენთან.

ღონისძიებას 62 ქვეყნის 350-დე დელეგატი ესწრებოდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ