“უკრაინას სამართლიანი და მყარი მშვიდობა სჭირდება”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“უკრაინას სამართლიანი და მყარი მშვიდობა სჭირდება. ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მხარდაჭერას. მადლობა კირ სტარმერს დღევანდელი შეხვედრისთვის. რუსეთზეა დამოკიდებული შეწყვიტოს თავდასხმები და საბოლოოდ შესაძლებელი გახადოს მშვიდობა,” – წერს შოლცი.