ჯორჯია მელონი: იტალია აპირებს, გააგრძელოს მუშაობა ევროპასთან და აშშ-სთან ერთად უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების განსაზღვრაზე

იტალიის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებს, რომ არ გეგმავს უკრაინაში სამხედრო მისიაში მონაწილეობას რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
იტალიის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის მომავალი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.
„პრემიერ-მინისტრმა მელონიმ დაადასტურა, რომ იტალია აპირებს გააგრძელოს მუშაობა ევროპელ, დასავლელ პარტნიორებთან და აშშ-სთან ერთად საიმედო და ეფექტური უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაზე, თუმცა დაადასტურა, რომ იტალიის მონაწილეობა შესაძლო სამხედრო მისიაში არ იგეგმება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა,~ კირ სტარმერმა დღევანდელი ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ ძალისხმევა შედის ოპერაციულ ფაზაში, 20 მარტს ბრიტანეთში სამხედრო მაღალჩინოსნები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს მომავალი სამშვიდობო შეთანხმება.