leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: პარტნიორები თანხმდებიან, რომ უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 3 წელიწადში შეიძლება

“პარტნიორები თანხმდებიან, რომ უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 3 წელიწადში შეიძლება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“ყველას ესმის, რომ დღევანდელი ტემპებით უკრაინისა და ევროპის გაძლიერება 5 წელიწადში შეიძლება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძალიან ხანგრძლივია და მივიჩნევთ, რომ სახიფათოა. ჩვენ ვაჩვენეთ: ომის დროს უფრო სწრაფად შეიძლება იყოს აღდგენის პროცესი.

პარტნიორები გვეთანხმებიან, რომ შეიძლება ამის გაკეთება 3 წელიწადში, მაგრამ ამისთვის ყველამ ძალიან ძლიერად უნდა ვიმოქმედოთ – გავძლიერდეთ, ძალიან გავზარდოთ მრეწველობა ყველა მოკავშირე ქვეყანაში, რათა შევქმნათ რეალური უსაფრთხოების გარანტიები მთელი ევროპისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორები დაინტერესებული არიან არა უკრაინული არმიის შემცირებით, არამედ მისი სამომავლო გაძლიერებით.

“ყველას ესმის, რომ ეს თითიეული ჩვენგანის ვალდებულებაა და რომ უკრაინა დამოუკიდებლად ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, ვინაიდან ეს სერიოზული ფინანსური დატვირთვაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ